https://sputnik-georgia.com/20260924/saqartvelos-rkinigza-vagonebis-sesyidvas-rusetsi-gegmavs-300794954.html
საქართველოს რკინიგზა ვაგონების შესყიდვას რუსეთში გეგმავს
საქართველოს რკინიგზა ვაგონების შესყიდვას რუსეთში გეგმავს
Sputnik საქართველო
შესყიდვის ღირებულება 9.6 მილიონი დოლარია, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, ერთი ვაგონის ფასი 48 ათასი დოლარია. 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T20:22+0400
2026-09-24T20:22+0400
2026-09-24T20:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
რუსეთი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:103:1280:823_1920x0_80_0_0_987861f629b3d3fcf5d86f7198d10eed.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik.სს „საქართველოს რკინიგზა“ 200 ახალ ნახევარვაგონს რუსული „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხნისგან“ (АО „Рославский ВРЗ“) პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს, შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.შესყიდვის ღირებულება 9.6 მილიონი დოლარია, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, ერთი ვაგონის ფასი 48 ათასი დოლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ვაგონების მიწოდება მისი გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს.ანგარიშსწორება რუსულ რუბლებში მოხდება, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.ვაგონების პირველი კაპიტალური შეკეთება გათვალისწინებულია არა უადრეს ექსპლუატაციის ოთხი წლისა ან 350.000 კილომეტრის გავლის შემდეგ. მწარმოებელი ასევე პასუხისმგებელია საგარანტიო ვალდებულებებზე და წარმოების ხარვეზების შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებაზე.მწარმოებელი „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხანა“ რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ როსლავში მდებარეობს. ქარხნის ვებგვერდის მიხედვით, მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სატვირთო სარკინიგზო ვაგონების წარმოება და შეკეთებაა. საწარმოში ასევე იწარმოება ვაგონების ძირითადი კომპონენტები. 2024 წელს ქარხანამ ბორბლური წყვილების ღერძების წარმოების მიმართულება გახსნა, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში სატვირთო ვაგონების წარმოებისთვის ახალი საამქრო ამოქმედდა.მანამდე, 2026 წლის 24 თებერვალს, კომპანიამ 120 სატვირთო ვაგონის შესაძენად17.4 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოთხივე დისკვალიფიცირდა.2023 წლის დეკემბერში 300 სატვირთო ვაგონის შესაძენად გამოცხადებულ 55-მილიონიან ტენდერში კი შეთავაზება არ დაფიქსირებულა. იმავე წლის ოქტომბერში ჩატარებულ კიდევ ერთ პროცედურაში მონაწილე ერთადერთი კომპანია დისკვალიფიცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281445696_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ad1b9254a8b1faf856dba1f8d1e00cf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა ვაგონების შესყიდვას რუსეთში გეგმავს
შესყიდვის ღირებულება 9.6 მილიონი დოლარია, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, ერთი ვაგონის ფასი 48 ათასი დოლარია.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik.სს „საქართველოს რკინიგზა“ 200 ახალ ნახევარვაგონს რუსული „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხნისგან“ (АО „Рославский ВРЗ“) პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს, შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შესყიდვის ღირებულება 9.6 მილიონი დოლარია, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, ერთი ვაგონის ფასი 48 ათასი დოლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ვაგონების მიწოდება მისი გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს.
ანგარიშსწორება რუსულ რუბლებში მოხდება, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
ვაგონების პირველი კაპიტალური შეკეთება გათვალისწინებულია არა უადრეს ექსპლუატაციის ოთხი წლისა ან 350.000 კილომეტრის გავლის შემდეგ. მწარმოებელი ასევე პასუხისმგებელია საგარანტიო ვალდებულებებზე და წარმოების ხარვეზების შემთხვევაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებაზე.
მწარმოებელი „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხანა“ რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ როსლავში მდებარეობს. ქარხნის ვებგვერდის მიხედვით, მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სატვირთო სარკინიგზო ვაგონების წარმოება და შეკეთებაა. საწარმოში ასევე იწარმოება ვაგონების ძირითადი კომპონენტები. 2024 წელს ქარხანამ ბორბლური წყვილების ღერძების წარმოების მიმართულება გახსნა, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში სატვირთო ვაგონების წარმოებისთვის ახალი საამქრო ამოქმედდა.
მანამდე, 2026 წლის 24 თებერვალს, კომპანიამ 120 სატვირთო ვაგონის შესაძენად17.4 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოთხივე დისკვალიფიცირდა.
2023 წლის დეკემბერში 300 სატვირთო ვაგონის შესაძენად გამოცხადებულ 55-მილიონიან ტენდერში კი შეთავაზება არ დაფიქსირებულა. იმავე წლის ოქტომბერში ჩატარებულ კიდევ ერთ პროცედურაში მონაწილე ერთადერთი კომპანია დისკვალიფიცირდა.