https://sputnik-georgia.com/20260924/sanioli-saqartvelos-nakrebs-uefas-erta-ligis-jgufsi-pirveli-adgilis-ambicia-aqvs-300796845.html
სანიოლი: საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის ამბიცია აქვს
სანიოლი: საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის ამბიცია აქვს
Sputnik საქართველო
მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T21:55+0400
2026-09-24T21:55+0400
2026-09-24T21:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288557995_696:260:1438:677_1920x0_80_0_0_4aaa1cbed96ac02c1ad74cdf8007df2c.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მზადაა, მოიგოს ერთა ლიგის მომდევნო მატჩები და B2 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს — ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. დისციპლინური ზომები უკავშირდება 23 მარტს გამართულ მატჩს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის, რომლის დროსაც და მის შემდეგ გულშემატკივრების მონაწილეობით ინციდენტები მოხდა.ფრანგი სპეციალისტის თქმით, გუნდი ორშაბათს შეიკრიბა და ამჟამად კოლექტივში კარგი ატმოსფეროა. ამავდროულად, ზოგიერთი ფეხბურთელს ჯერ კიდევ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.„ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და მათ კარგად ვიცნობ. მთავარია, ბურთი გავაკონტროლოთ. ჩვენი ნაკრები კარგად ემზადება და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ ფეხბურთს ხვალ მოედანზეც გადავიტანთ“, - განაცხადა სანიოლმა.მთავარმა მწვრთნელმა ასევე ხვიჩა კვარაცხელიას ნომინირება „ოქროს ბურთზე“ ახსენა.„მიხარია, რომ ხვიჩა „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული. ის მართლაც გამორჩეული მოთამაშეა და ამას ნამდვილად იმსახურებს“, - განაცხადა სანიოლმა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, გუნდი ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვებაზეა ორიენტირებული.ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო ასევე ითამაშებს უკრაინის წინააღმდეგ 28 სექტემბერს თბილისში, უნგრეთთან — 2 ოქტომბერს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიასთან — 5 ოქტომბერს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288557995_468:253:1440:982_1920x0_80_0_0_cdfb4b7cc10721910e1629938ad5c22a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
სანიოლი: საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის ამბიცია აქვს
მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მზადაა, მოიგოს ერთა ლიგის მომდევნო მატჩები და B2 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს — ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. დისციპლინური ზომები უკავშირდება 23 მარტს გამართულ მატჩს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის, რომლის დროსაც და მის შემდეგ გულშემატკივრების მონაწილეობით ინციდენტები მოხდა.
„ბიჭებს აქვთ ამბიცია, რომ მატჩები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ“, - განაცხადა სანიოლმა.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, გუნდი ორშაბათს შეიკრიბა და ამჟამად კოლექტივში კარგი ატმოსფეროა. ამავდროულად, ზოგიერთი ფეხბურთელს ჯერ კიდევ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.
„ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და მათ კარგად ვიცნობ. მთავარია, ბურთი გავაკონტროლოთ. ჩვენი ნაკრები კარგად ემზადება და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ ფეხბურთს ხვალ მოედანზეც გადავიტანთ“, - განაცხადა სანიოლმა.
მთავარმა მწვრთნელმა ასევე ხვიჩა კვარაცხელიას ნომინირება „ოქროს ბურთზე“ ახსენა.
„მიხარია, რომ ხვიჩა „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული. ის მართლაც გამორჩეული მოთამაშეა და ამას ნამდვილად იმსახურებს“, - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, გუნდი ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვებაზეა ორიენტირებული.
„ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დავიწყებთ ტურნირს. ჩვენი მიზანი ჯგუფის მოგებაა. მართალია, ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ქულათა მაქსიმუმი უნდა მოვიპოვოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო ასევე ითამაშებს უკრაინის წინააღმდეგ 28 სექტემბერს თბილისში, უნგრეთთან — 2 ოქტომბერს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიასთან — 5 ოქტომბერს.