https://sputnik-georgia.com/20260924/ruminetis-kibertavdacvis-sardlobis-delegacia-saqartvelos-stumrobda-300788152.html
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოს სტუმრობდა
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოს სტუმრობდა
Sputnik საქართველო
რუმინეთის დელეგაციამ საქართველოში შეხვედრები გამართა, სადაც თანამშრომლობაზე და გამოცდილების გაზიარებაზე იყი საუბარი. 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T18:41+0400
2026-09-24T18:41+0400
2026-09-24T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუმინეთი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/12/234291273_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_94442d635342a52fda764fa43b801f69.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტისას, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.შეხვედრები გაიმართა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ლუკა მგელაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან.„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოცდილების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და სხვადასხვა სწავლებებში მონაწილეობის საკითხები“, -აღნიშულია ინფორმაციაში.ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა საქართველოსა და რუმინეთს შორის კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებებით.მხარეებმა ხაზი გაუსვეს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონში მდგრადი და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანის მნიშვნელობას.
საქართველო
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/12/234291273_150:0:1050:675_1920x0_80_0_0_79b376340e88135cec9d4d8a70f7c66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუმინეთი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, რუმინეთი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, თანამედროვე ტექნოლოგიები
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია საქართველოს სტუმრობდა
რუმინეთის დელეგაციამ საქართველოში შეხვედრები გამართა, სადაც თანამშრომლობაზე და გამოცდილების გაზიარებაზე იყი საუბარი.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტისას, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუმინეთის კიბერთავდაცვის სარდლობის დელეგაცია, სარდლობის მეთაურის, ბრიგადის გენერალ რაზვან მარიან ტუდოსეს ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციას თან ახლდა პოლკოვნიკი ოვიდიუ პიშკოჩიუ, საქართველოში რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშე.
შეხვედრები გაიმართა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ლუკა მგელაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესთან.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოცდილების გაზიარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და სხვადასხვა სწავლებებში მონაწილეობის საკითხები“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა საქართველოსა და რუმინეთს შორის კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეგიონში მდგრადი და უსაფრთხო კიბერსივრცის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანის მნიშვნელობას.