https://sputnik-georgia.com/20260924/rtveli-2026-kaxetsi-48-atas-tonamde-yurzenia-gadamusavebuli-300786066.html
„რთველი - 2026": კახეთში 48 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს
„რთველი - 2026": კახეთში 48 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს
Sputnik საქართველო
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T15:14+0400
2026-09-24T15:14+0400
2026-09-24T15:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_bfb4be3092ea3b172d95ddbeab6bf88d.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან34,5 ათასი ტონა მაღალკონდიციურია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და სხვა მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.უწყების ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან, 29 ათასი ტონა საფერავი, 12,4 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 21 ლოკაციაზე იბარებს. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.მთავრობის მიერ 22 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ყურძნის ჩასაბარებელ ფასებში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად:მაღალკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 20%-ზე მეტია, ფასი - 1,5 ლარი იქნება; 19%-ზე მეტი შაქრიანობის „რქაწითელის" და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1,3 ლარი; არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა16%-დან 20%-მდეა - 1 ლარი; 16%-დან 19%-მდე „რქაწითელის" და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 90 თეთრი. ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი.ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_278fb3a2c8de568666896cc913ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
„რთველი - 2026": კახეთში 48 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან34,5 ათასი ტონა მაღალკონდიციურია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და სხვა მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან, 29 ათასი ტონა საფერავი, 12,4 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 21 ლოკაციაზე იბარებს. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
მთავრობის მიერ 22 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ყურძნის ჩასაბარებელ ფასებში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად:
მაღალკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 20%-ზე მეტია, ფასი - 1,5 ლარი იქნება; 19%-ზე მეტი შაქრიანობის „რქაწითელის" და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1,3 ლარი; არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა16%-დან 20%-მდეა - 1 ლარი; 16%-დან 19%-მდე „რქაწითელის" და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 90 თეთრი. ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.