https://sputnik-georgia.com/20260924/maka-boworisvili-saqartvelo-dainteresebulia-gaxdes-eutos-tavmjdomare-qveyana-2027-wels-300785534.html
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს
Sputnik საქართველო
ნიუ-იორკში გამართული მიღება ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T13:39+0400
2026-09-24T13:39+0400
2026-09-24T13:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:133:1354:895_1920x0_80_0_0_477004560f24cadad136755b06ac704f.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში.გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მიღებას უმასპინძლა, რომელიც2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. ვიცე-პრემიერმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უკვე შეიტანა ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობაზე განაცხადი და ქვეყანას მხარდაჭერის იმედი აქვს.„ჩვენ არ გვჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდი ზეწოლის ქვეშ არის და კომუნიკაცია და თანამშრომლობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველოს აქვს ამ ორგანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გვესმის სუვერენიტეტის მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვანია ეუთო-ს თითოეული წევრი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, დიალოგი, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის პატივისცემა, ვალდებულებების შესრულება არის უსაფრთხოების საფუძველი.„ეს პრინციპები მნიშვნელოვანია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ასევე გვესმის, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად გზების ძებნა მოითხოვს მიზანდასახულობას, მოთმინებასა და პოლიტიკურ გამბედაობას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.მანამდე გენასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთობები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე საქართველოს და ეუთოს ურთიერთქმედება.მხარეებმა ასევე განიხილეს კასისის მომავალი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში ოქტომბერში უნდა შედგეს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ, ინარჩუნებს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/18/300772990_0:6:1354:1022_1920x0_80_0_0_dd96eeefc900c0ea6c966aea9bdf9ac4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს
ნიუ-იორკში გამართული მიღება ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მიღებას უმასპინძლა, რომელიც2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. ვიცე-პრემიერმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.
„საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უკვე შეიტანა ეუთოში 2027 წელს თავმჯდომარეობაზე განაცხადი და ქვეყანას მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჩვენ არ გვჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდი ზეწოლის ქვეშ არის და კომუნიკაცია და თანამშრომლობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველოს აქვს ამ ორგანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გვესმის სუვერენიტეტის მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვანია ეუთო-ს თითოეული წევრი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, დიალოგი, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის პატივისცემა, ვალდებულებების შესრულება არის უსაფრთხოების საფუძველი.
„ეს პრინციპები მნიშვნელოვანია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ჩვენ ასევე გვესმის, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად გზების ძებნა მოითხოვს მიზანდასახულობას, მოთმინებასა და პოლიტიკურ გამბედაობას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მანამდე გენასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთობები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე საქართველოს და ეუთოს ურთიერთქმედება.
მხარეებმა ასევე განიხილეს კასისის მომავალი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში ოქტომბერში უნდა შედგეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ, ინარჩუნებს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.