ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებების პერიოდში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას არ შეაჩერებს

© photo: Sputnik / Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპულ ქვეყნებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეჩერება სწორედ იმ მიზნით სურთ, რომ კიევს სამხედრო არსენალის შევსების საშუალება მისცენ.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვი მზადაა, განიხილოს უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი მოგვარება, თუმცა არ აპირებს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეჩერებას — ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის საკითხზე სხდომა გამართა. რუსეთი სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა, როგორც ეს რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმაც დაადასტურა, არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
„მწარე გამოცდილებით ნასწავლნი, ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების პერიოდში ჩვენ არ ავიღებთ პაუზას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“, - აღნიშნა ლავროვმა სხდომაზე.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, დროებითი პაუზა ევროპის ინტერესებში შედის, რათა უკრაინას ამოსუნთქვისა და ამოწურული სამხედრო არსენალის შევსების საშუალება მიეცეს.
ყველა ახალი ამბავი
0