https://sputnik-georgia.com/20260924/kanoni-jarimebis-camoweris-sesaxeb-amoqmedda-vis-seexeba-amnistia-300772436.html
კანონი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ ამოქმედდა: ვის შეეხება ამნისტია?
კანონი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ ამოქმედდა: ვის შეეხება ამნისტია?
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, ამნისტია პირობების შესრულების შემთხვევაში 13.500 დამსაქმებელს შეეხება 24.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-24T09:35+0400
2026-09-24T09:35+0400
2026-09-24T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საზოგადოება
კომპანიების ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც საპენსიო ფონდის მიმართ არსებული დავალიანების გამო დარიცხული, ჯამში 43 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმების ჩამოწერა მოხდება.კანონის თანახმად, ჯარიმები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოიწერება, თუ კომპანიები ძირითად დავალიანებასა და დარიცხულ საურავს სრულად დაფარავენ 2026 წლის 31 დეკემბრამდე.კანონი დაახლოებით 13,5 ათას დამსაქმებელს შეეხება - მათ დაუგროვდათ ჯარიმები2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 18 სექტემბრამდე.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობამ 1 მილიონ 769 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35.793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა185.189.254 ლარი.მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, კომპანიების ახალი ამბები
კანონი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ ამოქმედდა: ვის შეეხება ამნისტია?
წინასწარი მონაცემებით, ამნისტია პირობების შესრულების შემთხვევაში 13.500 დამსაქმებელს შეეხება
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც საპენსიო ფონდის მიმართ არსებული დავალიანების გამო დარიცხული, ჯამში 43 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმების ჩამოწერა მოხდება.
კანონის თანახმად, ჯარიმები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოიწერება, თუ კომპანიები ძირითად დავალიანებასა და დარიცხულ საურავს სრულად დაფარავენ 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
კანონი დაახლოებით 13,5 ათას დამსაქმებელს შეეხება - მათ დაუგროვდათ ჯარიმები2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 18 სექტემბრამდე.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობამ 1 მილიონ 769 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35.793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა185.189.254 ლარი.
მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.