https://sputnik-georgia.com/20260923/wyali-80000-abonents-sheuckdeba-300759373.html
არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო 80 ათას აბონენტს წყალი 36 საათით შეეზღუდება
არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო 80 ათას აბონენტს წყალი 36 საათით შეეზღუდება
Sputnik საქართველო
სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე... 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T22:28+0400
2026-09-23T22:28+0400
2026-09-23T22:28+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288491971_0:160:3076:1890_1920x0_80_0_0_ce0fc8592d52ab13830ae1e417c1e326.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო თბილისის ნაწილსა და მცხეთაში 80 ათასამდე აბონენტს წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო. ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია ახალ მილზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება. კომპანიის ცნობით, სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად დღის და ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს (საბურთალოს, ვაკეს, გლდანს) ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად აღდგება. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თითოეულ აბონენტს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288491971_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_a8c1b84e5626fdebadb35bbf14a1918f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო 80 ათას აბონენტს წყალი 36 საათით შეეზღუდება
სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად აღდგება.
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო თბილისის ნაწილსა და მცხეთაში 80 ათასამდე აბონენტს წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო. ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია ახალ მილზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება.
„საგზაო პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა არეალში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გადატანა. სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რათა თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად დღის და ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.
აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს (საბურთალოს, ვაკეს, გლდანს) ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება. ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე წყალმომარაგება სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად აღდგება.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყოს სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თითოეულ აბონენტს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.