თბილისში „სარაჯიშვილისა“ და „ასკანელის“ ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბოკალი
ბოკალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საკუთარ საცხოვრებელ სახლში კუსტარულ პირობებში სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით დაამზადა SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი – სულ 97 ბოთლი.
უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 197-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0