პარაძიუდო: თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

© Georgian Paralympic Committeeპარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი
პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური და საბა ბაღდავაძე შეეცდებიან.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი 25-27 სექტემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ტურნირი „ჰუალინგ პლაზაში“ ჩატარდება და მასში მონაწილეობას 300-ზე მეტი პარასპორტსმენი მიიღებს. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს:
მცირემხედველთა კატეგორია (J2): გიორგი ქალდანი (–70 კგ), ზურაბ ზურაბიანი (–70 კგ), ლევანი გუგავა (–81 კგ) ბაჩუკი შელია (–81 კგ), ზვიად გოგოჭური (–95 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (–95 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ), ქეთი გილიგაშვილი (–60 კგ), ინა ქალდანი (–70 კგ).
უსინათლოთა კატეგორია (J1): გიორგი გამჯაშვილი (–70 კგ), გურამ აფციაური (–70 კგ), საბა ბაღდავაძე (–81 კგ), ლუკა ხარაიშვილი (–81 კგ), გიორგი ბერიძე (–95 კგ), რამინი ყიფშიძე (+95 კგ).
25 და 26 სექტემბერს ინდივიდუალური, ხოლო 27 სექტემბერს გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური და საბა ბაღდავაძე შეეცდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0