საქართველოს და უნგრეთის ცენტრალური ბანკები თანამშრომლობას აფართოებენ

© National Bank of Georgiaნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა ღონისძიების ფარგლებში შედგა.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პიტერ ბენო ბანაიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის გაფართოების შესახებ დოკუმენტს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ახალ ჩარჩოს განსაზღვრავს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მონეტარული პოლიტიკის, საერთაშორისო რეზერვების მართვის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სერვისების განვითარების, ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხებზე.
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალური ბანკების ოფიციალური პირების შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის ფარგლებში შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0