რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
ექსპორტმა 5,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 22,1,%-ით მეტია.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,4%-ით გაიზარდა და 17,9მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 12,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,4%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 2026 წლის იანვარი-აგვისტო

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

5 422,5

22,1

იმპორტი

12 504,4

3,4

სულ

17 926,9

8,4

ექსპორტმა 5,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 22,1,%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით ნაკლებია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, მედიკამენტები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,%

მსუბუქი ავტომობილები

1 347,7

-22,0

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

688,9

1 067,7

მადნები და ძვირფასი ლითონების კონცენტრატები

403,1

68,6

ფეროშენადნობები

219,0

59,7

სპირტიანი სასმელები

163,8

-4,8

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტად გაიზარდა ნავთობპროდუქტების (1 067,7%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (242,5%), ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (68,6%-ით) და ფეროშენადნობების (59,7%) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების - 22%-ით, სპირტიანი სასმელების - 4,8%-ით და ღვინის - 1,1%-ით ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული 2026 წლის იანვარ-აგვისტოში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,%

მსუბუქი ავტომობილები

2 364,3

-12,5

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

1 164,7

37,4

მედიკამენტები

468,4

4,3

ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები

331,5

19,6

ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები

283,1

133 775,3

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (133 775,3%%), დიოდების, ტრანზისტორებისა და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოების (624,4%) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (217,2%) იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა სატვირთო მსუბუქი ავტომობილების (12,5%-ით) და გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების (0,7%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,5%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის გერმანია, ყირგიზეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ბულგარეთი.
ყველა ახალი ამბავი
0