https://sputnik-georgia.com/20260923/premieri-niu-iorkshi-shexvedrebs-martavs-300749277.html
პრემიერი ნიუ-იორკში: გაეროს გენასამბლეის გახსნა და ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრა
პრემიერი ნიუ-იორკში: გაეროს გენასამბლეის გახსნა და ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრა
Sputnik საქართველო
გენასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს. 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T12:29+0400
2026-09-23T12:29+0400
2026-09-23T12:29+0400
საქართველო
გაეროს გენერალური ასამბლეა
აშშ
შვეიცარია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290063658_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_a8c28c0aa822da49e6d44df6e8a6a267.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემა – „ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს“.უწყების ცნობით, გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიას მხარდაჭერისთვის და ასევე ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.საუბარი ასევე შეეხო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.შეხვედრას ესწრებოდნე საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.
საქართველო
აშშ
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290063658_147:0:1826:1259_1920x0_80_0_0_a1d8c3e46551eb5da0d47dc141742707.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გაეროს გენერალური ასამბლეა, აშშ , შვეიცარია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გაეროს გენერალური ასამბლეა, აშშ , შვეიცარია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრემიერი ნიუ-იორკში: გაეროს გენასამბლეის გახსნა და ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრა
გენასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემა – „ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს“.
უწყების ცნობით, გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.
გენასამბლეის სესიის ფარგლებში კობახიძემ შეხვედრა გამართა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და საპარლამენტო კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიას მხარდაჭერისთვის და ასევე ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.
საუბარი ასევე შეეხო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება.
აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
შეხვედრას ესწრებოდნე საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.