https://sputnik-georgia.com/20260923/meoradi-charicxvis-shedegad-1242-abiturienti-studenti-gaxda-300748533.html
ე.წ.მეორადი ჩარიცხვის შანსი 1.242-მა აბიტურიენტმა გამოიყენა
ე.წ.მეორადი ჩარიცხვის შანსი 1.242-მა აბიტურიენტმა გამოიყენა
Sputnik საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T15:00+0400
2026-09-23T15:00+0400
2026-09-23T15:00+0400
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946803_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_5ee90fbd8da071b0072e8e39eddfd503.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 14 სექტემბრიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიეღოთ მონაწილეობა და აერჩიათ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული, რაც ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს კიდევ ერთ შანსს აძლევს. როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს. საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 506 აბიტურიენტი. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში). ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა. ე.წ.მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა იმ ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა, რეიტინგული სიით პირველად ეტაპზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს. ამავე უფლებით სარგებლობა შეეძლოთ აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლია. 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა 40 ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო. მათგან ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34,150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946803_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_1ae0e88721377dfe5fdac24a1ed4658b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
ე.წ.მეორადი ჩარიცხვის შანსი 1.242-მა აბიტურიენტმა გამოიყენა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
14 სექტემბრიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიეღოთ მონაწილეობა და აერჩიათ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული, რაც ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს კიდევ ერთ შანსს აძლევს. როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.
„მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4.010 აბიტურიენტს, დარეგისტრირდა 1,715. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1.242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 506 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.
ე.წ.მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა იმ ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა, რეიტინგული სიით პირველად ეტაპზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს. ამავე უფლებით სარგებლობა შეეძლოთ აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლია.
2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა 40 ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო. მათგან ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34,150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.