დეპუტატი: საქართველო იქნება მათი პარტნიორი, ვინც მის სუვერენიტეტს აფასებს

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
მაჭარაშვილის თქმით, ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდით კვლავ გაგრძელდება
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველო განავითარებს პარტნიორობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც პატივს სცემენ მის სუვერენიტეტს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების საერთაშორისო ღონისძიებებსა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრებში მონაწილეობა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე მეტყველებს.
„პარტნიორული ურთიერთობები გვექნება მათთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს აფასებს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობს - მთავრობის მეთაური გენასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.
„ქართული დელეგაციის წევრებმა დღეს არაერთი პირდაპირი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და ეს შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, „ქართული ოცნების“ დატოვებისა და „ხალხის ძალის“ შექმნის შემდეგ, პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესი გაიზრდებოდა.
„ჩვენი ინტერესი არ არის მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე გამოსვლა, სხვადასხვა ფორუმებში მონაწილეობა და პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებთან, არამედ ჩვენი სურვილია, მათი ინტერესიც გახდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება. და, როგორც ჩანს, ახლა დგება ეს დრო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს სუვერენიტეტზე ზეწოლა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, დაფინანსებითა და იდეოლოგიური ზემოქმედებით გაგრძელდება.
ამ ეტაპზე, რადიკალური ქმედებების მასშტაბები აღარ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს მასშტაბები არ გაიზრდება", - განაცხადა დეპუტატმა.
ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას, პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქართული საზოგადოება სულ უფრო ნაკლებად ენდობა ევროპულ ბიუროკრატიას.
გაეროში პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მაჭარაშვილის თქმით, პარლამენტის სპიკერი ქართული მხარის პოზიციას დააფიქსირებს, რაც, ქართული საზოგადოების ნების მოიგი დემონსტრირება იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0