დასუფთავების აქცია თბილისში: მოხალისეები დანაგვიანების წინააღმდეგ - ვიდეო

გამოწერა
თბილისში მოხალისეები კვლავ ჩაერთნენ დასუფთავების აქციაში,რომელიც დასუფთავების მსოფლიო დღის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
პლასტიკის ბოთლები, ქილები და სხვა ნარჩენები - სხვების მიერ დატოვებული ნაგავი რამდენიმე ათეულობით ადამიანმა შეაგროვა. მსგავსი აქციები თბილისში რეგულარულად ტარდება, თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალურია.
2026 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში გამოავლინეს ნარჩენების მართვის წესების დარღვევის 2,6 ათასზე მეტი შემთხვევა. ამგვარი ფაქტებიდან 700-ზე მეტი დაკავშირებული იყო ტერიტორიის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებასთან. პარადოქსული სიტუაციაა: ათეულობით ადამიანმა უქმეებზე საკუთარი დრო დახარჯა, იმ ნარჩენების შეეგროვებაზე, რომელიც სხვებს შეეძლოთ არ დაეყარათ და ბუნება არ დაებინძურებინათ.
ყველა ახალი ამბავი
0