https://sputnik-georgia.com/20260923/bagebidan-agebuli-81-nimushshi-dargveva-ar-dadasturda-300759901.html
ნოროვირუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
ნოროვირუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
Sputnik საქართველო
თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T17:41+0400
2026-09-23T17:41+0400
2026-09-23T17:41+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300734526_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_207621f7504c49f66a3fb624f6294ce2.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგად 81 ნიმუშიდან დარღვევა არცერთში არ დადასტურდა, ნათქვამია სურსათის ეროვნულმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებს, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებს. ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა - ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს. ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი. 18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ. საბავშვო ბაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300734526_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_31ead76391758ada72b3fcdfd1c56cef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ნოროვირუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგად 81 ნიმუშიდან დარღვევა არცერთში არ დადასტურდა, ნათქვამია სურსათის ეროვნულმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში აიღო. მათგან 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება და კვლევის შედეგები, უწყების ცნობით, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებს, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებს.
ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა - ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს.
ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი.
18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ.
საბავშვო ბაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.