საკუთარი ავტომობილი საქართველოში: აუცილებლობა თუ ფუფუნება - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში ავტომობილებზე დაბალმა ფასმა იგი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ საშუალებად აქცია. თუმცა, საწვავის ამჟამინდელი ფასების პირობებში, საკუთარი ტრანსპორტის მიმზიდველობა უკვე აღარ არის ასეთი ცალსახა.
დღეს საკუთარი ავტომობილი - ეს არამარტო თავისუფლად და კომფორტულად გადაადგილების საშუალებაა, არამედ, ესაა ხარჯები, საცობები და პარკირების ადგილების მუდმივი ძებნა.
გასული წლის ბოლოს საქართველოში თითქმის 1,915 მლნ ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ამასთან, მათი რიცხვი წლის მანძილზე თითქმის 125 ათასით გაიზარდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ციფრები თბილისში - დაახლოებით 855 ათასი რეგისტრირებული ავტომობილი. აქედანაა საცობები, პარკირების პრობლემები და საჭესთან გატარებული სულ უფრო მეტი დრო უძრავ მდგომარეობაში.
თუმცა, ყველა სირთულისა და საწვავის ფასების ზრდის მიუხედავად, საკუთარ ავტომობილზე უარის თქმაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მზად.
ყველა ახალი ამბავი
0