https://sputnik-georgia.com/20260923/adb-saqartvelos-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-300771230.html
ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
ფინანსური ინსტიტუტის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად გარე შოკებისა, მდგრადობა შეინარჩუნა 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T23:22+0400
2026-09-23T23:22+0400
2026-09-23T23:22+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250770886_0:0:2979:1677_1920x0_80_0_0_2353d4784f9e50db3889efa6ff04bf26.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5,5%-დან 6,3%-მდე გაზარდა, ნათქვამია ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშში.მანამდე, მიმდინარე წლის აპრილში, ADB-მ 2026 წლის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5-დან 5,5%-მდე გაზარდა.სექტემბრის ანგარიშის თანახმად, 2027 წლის პროგნოზი უცვლელად - 5,2%-ზე დარჩა.ფინანსური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში მაღალი ზრდის ტემპი შეინარჩუნა და 7,9%-ს მიაღწია. მაჩვენებლის ზრდაში მთავარი მამოძრავებელი ძალა მომსახურების სექტორი იყო, რომელიც პირველ კვარტალში 13,9%-ით გაიზარდა.„თავის მხრივ, მომსახურების სექტორში ძირითადი ზრდა განაპირობა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში დაფიქსირებულმა 36%-იანმა, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კი 18%-იანმა ზრდამ. მრეწველობა 2%-ით გაიზარდა, სოფლის მეურნეობა კი 3,3%-ით შემცირდა. შიდა მოთხოვნა მაღალი დარჩა, რასაც ხელი შეუწყო კერძო მოხმარების 8%-იანმა ზრდამ“, - ნათქვამია ანგარიშში.გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 4,9%-დან 5,2%-მდე გაზარდა. პროგნოზის გადახედვა განპირობებული იყო გლობალურ ბაზრებზე ენერგომატარებლების ფასების ზრდით, რამაც ქვეყანაში ინფლაციური წნეხი გაზარდა.„2026 წლის პირველ ნახევარში ინფლაციურმა წნეხმა მოიმატა, ძირითადად გარე ფასების შოკების გამო. საშუალო ინფლაციამ 5,2%-ს მიაღწია, 2025 წლის იმავე პერიოდში არსებული 3,1%-ის ნაცვლად. წლიურ ჭრილში ფასები ტრანსპორტზე გაიზარდა 7,7%-ით, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 2,2%-ით შემცირდა. „2026 წლის პირველ ნახევარში საშუალოწლიურმა ინფლაციამ 5,2% შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,1%-ს შეადგენდა. ტრანსპორტის ფასები წლიურ ჭრილში 7,7%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 2,2%-ით შემცირდა. სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა, წინა წლის შესაბამისი პერიოდის 6,1%-იან ზრდასთან შედარებით“, — ნათქვამია ანგარიშში.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა, იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.საქართველოს ეკონომიკა აქტიურად ვითარდება. მშპ-ის ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250770886_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0ece100db8700078f950c901d098e4f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
ფინანსური ინსტიტუტის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში, მიუხედავად გარე შოკებისა, მდგრადობა შეინარჩუნა
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5,5%-დან 6,3%-მდე გაზარდა, ნათქვამია ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშში.
მანამდე, მიმდინარე წლის აპრილში, ADB-მ 2026 წლის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5-დან 5,5%-მდე გაზარდა.
„საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების სექტორის, მოხმარებისა და ექსპორტის ძლიერმა ზრდამ. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო და რეგიონული გავლენები შეზღუდული რჩება, 2026 წლის ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 6,3%-მდე გაიზარდა, “, - ნათქვამია დოკუმენტში.
სექტემბრის ანგარიშის თანახმად, 2027 წლის პროგნოზი უცვლელად - 5,2%-ზე დარჩა.
ფინანსური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში მაღალი ზრდის ტემპი შეინარჩუნა და 7,9%-ს მიაღწია. მაჩვენებლის ზრდაში მთავარი მამოძრავებელი ძალა მომსახურების სექტორი იყო, რომელიც პირველ კვარტალში 13,9%-ით გაიზარდა.
„თავის მხრივ, მომსახურების სექტორში ძირითადი ზრდა განაპირობა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში დაფიქსირებულმა 36%-იანმა, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კი 18%-იანმა ზრდამ. მრეწველობა 2%-ით გაიზარდა, სოფლის მეურნეობა კი 3,3%-ით შემცირდა. შიდა მოთხოვნა მაღალი დარჩა, რასაც ხელი შეუწყო კერძო მოხმარების 8%-იანმა ზრდამ“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 4,9%-დან 5,2%-მდე გაზარდა. პროგნოზის გადახედვა განპირობებული იყო გლობალურ ბაზრებზე ენერგომატარებლების ფასების ზრდით, რამაც ქვეყანაში ინფლაციური წნეხი გაზარდა.
„2026 წლის პირველ ნახევარში ინფლაციურმა წნეხმა მოიმატა, ძირითადად გარე ფასების შოკების გამო. საშუალო ინფლაციამ 5,2%-ს მიაღწია, 2025 წლის იმავე პერიოდში არსებული 3,1%-ის ნაცვლად. წლიურ ჭრილში ფასები ტრანსპორტზე გაიზარდა 7,7%-ით, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 2,2%-ით შემცირდა.
„2026 წლის პირველ ნახევარში საშუალოწლიურმა ინფლაციამ 5,2% შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,1%-ს შეადგენდა. ტრანსპორტის ფასები წლიურ ჭრილში 7,7%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იგი 2,2%-ით შემცირდა. სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა, წინა წლის შესაბამისი პერიოდის 6,1%-იან ზრდასთან შედარებით“, — ნათქვამია ანგარიშში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა, იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.
საქართველოს ეკონომიკა აქტიურად ვითარდება. მშპ-ის ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.