ნოროვისუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: სეს-მა 70 ობიექტი შეამოწმა

© Batumi City Hall საბავშვო ბაღი
 საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
სააგენტოს მიერ შესამოწმებლად ამოღებული 502 ნიმუშიდან 39 -ში დარღვევა აღმოჩენილი არაა, დანარჩენ ნიმუშებს ჯერ კიდევ იკვლევენ.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 70 ობიექტი შეამოწმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო.
შემოწმება განხორციელდა თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღში, ხორცის საწარმოსა და რძის პროდუქტების საწყობში.
„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება და კვლევის შედეგები, უწყების ცნობით, ეტაპობრივად გახდება ცნობილი", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებს, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებს.
18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ.
საბავშვო ბაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.
ყველა ახალი ამბავი
0