საქართველოს და სომხეთის ეროვნული ბანკები თანამშრომლობას აფართოებენ

© National Bank of Georgiaნათია თურნავა და მარტინ გალსტიანი
ნათია თურნავა და მარტინ გალსტიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთის ფინანსური ინსტიტუტების პირველი პირების შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის ფარგლებში შედგა.
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარტინ გალსტიანმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის გაფართოების შესახებ დოკუმენტს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი მნიშვნელოვნად აფართოებს თანამშრომლობის სფეროებს. მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისა და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე.
საქართველოსა და სომხეთის ფინანსური ინსტიტუტების პირველი პირების შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო და მრავალწლიან თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ინფორმაციისა და გამოცდილების რეგულარული გაცვლის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორის მდგომარეობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0