https://sputnik-georgia.com/20260922/partiebis-akrzalvas-didi-politikuri-pasi-eqneba-300740044.html
„ლელო“: პარტიების აკრძალვას ქვეყნისთვის ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი
„ლელო“: პარტიების აკრძალვას ქვეყნისთვის ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი
Sputnik საქართველო
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ... 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-22T19:28+0400
2026-09-22T19:28+0400
2026-09-22T19:28+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305521_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_ccc77f69e412171b753c65a5304fc69b.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. პარტიების აკრძალვა არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასამარებასაც, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, გასულ კვირაში კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად 9-თვიანი მაქსიმალური ვადა აქვს განსაზღვრული.„ძალიან კარგად იციან „ქართულ ოცნებაში“, რომ პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს, მათ შორის, გამოიხატება პერსონალურ სანქციებშიც. ოქტომბერში გამოვა „ვენეციის კომისიის“ დასკვნა იმ ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავად შემოიღო და თავადვე გახდა ამ კანონმდებლობის ტყვე, რადგან არის შეზღუდული ცხრათვიანი ვადებით“, - განაცხადა სიორიძემ.პოლიტიკოსის განმარტებით, ხელისუფლებას სწორედ ამიტომ სჭირდება განახლებული სარჩელის შეტანა, რათა გაიხანგრძლივოს 9-თვიანი ვადა.„ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჯერ მიღებული არ აქვთ, სხვა შემთხვევაში უკვე მოქმედ სარჩელში დაამატებდნენ უბრალოდ ახალ სუბიექტებს და ეს ვადა კარგა ხნის ამოწურული იქნებოდა უკვე. ის, რომ კიდევ ახალი ცხრათვიანი ვადის დინება დაიწყო, იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა მოჰყვება ამ ყველაფერს“,- განაცხადა სიორიძემ.„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305521_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_f7823ceef97d806b7ea025635d72f746.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
„ლელო“: პარტიების აკრძალვას ქვეყნისთვის ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. პარტიების აკრძალვა არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასამარებასაც, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, გასულ კვირაში კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.
საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად 9-თვიანი მაქსიმალური ვადა აქვს განსაზღვრული.
„ძალიან კარგად იციან „ქართულ ოცნებაში“, რომ პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს, მათ შორის, გამოიხატება პერსონალურ სანქციებშიც. ოქტომბერში გამოვა „ვენეციის კომისიის“ დასკვნა იმ ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავად შემოიღო და თავადვე გახდა ამ კანონმდებლობის ტყვე, რადგან არის შეზღუდული ცხრათვიანი ვადებით“, - განაცხადა სიორიძემ.
პოლიტიკოსის განმარტებით, ხელისუფლებას სწორედ ამიტომ სჭირდება განახლებული სარჩელის შეტანა, რათა გაიხანგრძლივოს 9-თვიანი ვადა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჯერ მიღებული არ აქვთ, სხვა შემთხვევაში უკვე მოქმედ სარჩელში დაამატებდნენ უბრალოდ ახალ სუბიექტებს და ეს ვადა კარგა ხნის ამოწურული იქნებოდა უკვე. ის, რომ კიდევ ახალი ცხრათვიანი ვადის დინება დაიწყო, იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა მოჰყვება ამ ყველაფერს“,- განაცხადა სიორიძემ.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.