მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„დიალოგი ფეიკებზე“: ლავროვმა ფორუმზე რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა - „სკრიპალის საქმიდან" ბუჩას ტრაგედიამდე.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფორუმზე „დიალოგი ფეიკების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომზე ისაუბრა.
„სკრიპალების საქმეზე" საუბრისას — რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ბრიტანული მხარის ვერსიით, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებმა მოწამლეს — ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ბრიტანელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მხრიდან დღემდე ვერ იღებს პასუხს სკრიპალების ადგილსამყოფელის შესახებ. „არსებითად, ლონდონმა ჩვენები მძევლად აიყვანა“, — აღნიშნა მინისტრმა.
მომდევნო მაგალითად ლავროვმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის ისტორია დაასახელა. მინისტრის თქმით, როდესაც 2020 წელს ნავალნი ავად გახდა, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იგი ბერლინში სამკურნალოდ გაეგზავნა.
მინისტრი ასევე შეეხო ევროპულ ქვეყნებზე რუსული დრონებით, სავარაუდო, თავდასხმების თემას და აღნიშნა, რომ მისი დაკვირვებით, მსგავს შემთხვევებში შემდგომში ხშირად ირკვევა, რომ საქმე საერთოდ არ ეხება დრონს, ან უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინული აღმოჩნდება ხოლმე და გამოძიების დეტალები ყურადღებას აღარ იქცევს.
ლავროვმა ცალკე გამოყო ბუჩას მოვლენები. მისი თქმით, 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთს კეთილი ნების ჟესტის სახით კიევის გარეუბნებიდან ჯარების გაყვანის თხოვნით მიმართა. მინისტრის თქმით, ორი დღის შემდეგ, ბუჩას მერმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ სრულად დაიბრუნა კონტროლი ქალაქზე და ამის დასტურად ცარიელი ცენტრალური ქუჩის კადრები გავრცელდა. თუმცა, ლავროვმა აღნიშნა, რომ მეორე დღეს BBC-ის გადამღებმა ჯგუფმა იგივე ქუჩა ათობით ცხედრით აჩვენა, თუმცა, მისი თქმით, დაღუპულთა სახელობითი სია ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.
ლავროვმა ასევე მოიყვანა მკვლევარების მონაცემები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბუჩას მემორიალზე სხვა სახელებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების სახელებიც არის დატანილი.
ყველა ახალი ამბავი
0