https://sputnik-georgia.com/20260922/kobaxidzem-samitis-monawileebs-mimarta-300735691.html
პრემიერმა ნიუ-იორკის სამიტზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე ისაუბრა
პრემიერმა ნიუ-იორკის სამიტზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს, განაცხადა აშშ-ში... 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-22T17:00+0400
2026-09-22T17:00+0400
2026-09-22T17:00+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გაეროს გენერალური ასამბლეა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300728223_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a20e5b964025bd2a9793521bd273ea0e.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ჩათვლით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში გამართულ სამიტზე. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე“, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კობახიძემ საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად.მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. კობახიძემ ასევე აღნიშნა უფრო მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა. მისი თქმით, ერთი რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ურთიერთქმედება კი მათზე უფრო ეფექტური რეაგირების საშუალებას იძლევა. ის ასევე მიესალმა მეზობელ ქვეყნებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა თანამშრომლობის პოტენციალი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები და ეკონომიკური განვითარება. სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა. სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300728223_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_ac8fa235a2d5323e4c4f0b85ff16ca6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეა, ახალი ამბები
პრემიერმა ნიუ-იორკის სამიტზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე ისაუბრა
სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს, განაცხადა აშშ-ში საქართველოს პრემიერმა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ჩათვლით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში გამართულ სამიტზე.
საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე“, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კობახიძემ საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად.
„ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა უფრო მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა. მისი თქმით, ერთი რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ურთიერთქმედება კი მათზე უფრო ეფექტური რეაგირების საშუალებას იძლევა.
„სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს.
ის ასევე მიესალმა მეზობელ ქვეყნებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა თანამშრომლობის პოტენციალი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები და ეკონომიკური განვითარება.
სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა. სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.