მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის დაზვერვა: ევროკავშირი ცდილობს რუსული აქტივების საკითხი უფრო სწრაფად გადაჭრას

© photo: Sputnik / Алексей Сухоруковევროს კუპიურა
ევროს კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი შიშობს, რომ კიევის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსებას ვერ შეძლებს.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ გაყინული რუსული აქტივების საკითხი, განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურომ.
„ევროკავშირის ლიდერებს აქვთ პირადი ინტერესი, 2027 წელს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში არჩევნებამდე წარმატებით განახორციელონ რუსული აქტივების მოპარვის ოპერაცია “, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ფლობს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ ევროპელი ექსპერტები განიხილავენ ახალი სტრუქტურის შექმნას, რომელშიც რუსული აქტივები შეიძლება გადაიტანონ Euroclear-ის დეპოზიტარიდან, რომელიც ბელგიის იურისდიქციის ქვეშაა. ევროკავშირი შიშობს, რომ კიევის დაფინანსების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებას ვერ შეძლებს.
„ევროკავშირის ამჟამინდელ მმართველ ელიტას უნდა გაეთავისებინა, რომ მისი მცდელობები, მოიპაროს რუსეთის სუვერენული სახსრები, გამოიწვევს ნდობის შერყევას საერთო ევროპული ინსტიტუტების მიმართ“, — ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო დაზვერვის სამსახურში დასძინეს, რომ ასეთ შემთხვევაში ევროპას ფუჭი იმედი ექნება, რომ ევროპული ფასიანი ქაღალდების მსხვილი მფლობელები, კერძოდ, ჩინეთი, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი, მსგავს რისკებს მხედველობაში არ მიიღებენ.
„ასე რომ, ქურდი ნებისმიერ შემთხვევაში დაისჯება“, — ხაზგასმით აღნიშნეს პრესბიუროში.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი — დაახლოებით 300 მილიარდი ევრო გაყინეს. ამ თანხიდან 200 მილიარდზე მეტი ევროკავშირში, მათ შორის 180 მილიარდი — ბელგიური Euroclear-ის ანგარიშებზეა.
მოსკოვმა არაერთხელ უწოდა ევროპაში რუსული აქტივების გაყინვას ქურდობა. კრემლში აცხადებდნენ, რომ დაბლოკილი რუსული აქტივების შესაძლო ჩამორთმევა გამოიწვევს უარყოფითი შედეგების სერიას: ევროზონის მიმართ ნდობის ვარდნიდან ევროს კრახამდე.
ყველა ახალი ამბავი
0