https://sputnik-georgia.com/20260922/cixeebshi-patimrebis-raodenoba-gaizarda-300716592.html
საქართველოს ციხეებში რეკორდული რაოდენობის პატიმარია - მონაცემები განახლდა
საქართველოს ციხეებში რეკორდული რაოდენობის პატიმარია - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ციხეებში ადგილების რაოდენობა გაიზარდა მიმდინარე წლის ივლისში პატიმრების ლიმიტის გაზრდის ხარჯზე. 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-22T10:53+0400
2026-09-22T10:53+0400
2026-09-22T10:53+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
კრიმინალი საქართველოში
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_8b39e3efd39a4bacdd4a059e24e49c01.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2026 წლის 1-ელი აგვისტოსთვის, ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 12.440 ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის 627 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,32% შეადგინა. ამასთან, მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 168 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 95 პირია. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 78,7%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 108 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება. ციხეებში ადგილების რაოდენობა გაიზარდა მიმდინარე წლის ივლისში პატიმრების ლიმიტის გაზრდის ხარჯზე.პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,4% 68 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.796 უცხოელი პატიმარია. მათი უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.1-ელი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ერთი არასრულწლოვანი და 213 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 576 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275208914_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_2f8a4923867a856a962fc15538bef7b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველოს ციხეებში რეკორდული რაოდენობის პატიმარია - მონაცემები განახლდა
ციხეებში ადგილების რაოდენობა გაიზარდა მიმდინარე წლის ივლისში პატიმრების ლიმიტის გაზრდის ხარჯზე.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2026 წლის 1-ელი აგვისტოსთვის, ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 12.440 ადამიანი შეადგინა, რომელთა შორის 627 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,32% შეადგინა. ამასთან, მსჯავრდებულთა მესამედი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის, დანარჩენები კი - პირველი ვადით.
პატიმრების ძირითადი ნაწილი 18-დან 69 წლამდე მოქალაქეები არიან. მსჯავრდებულთა შორის 168 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 95 პირია. პატიმრების საერთო რაოდენობიდან 78,7%-ს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ, დანარჩენები კი განაჩენს ელოდებიან.
გარდა ამისა, 2026 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს 14 ციხეში მხოლოდ 108 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. სამი ციხე უკვე შევსებულია, იქ პატიმრების რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება. ციხეებში ადგილების რაოდენობა გაიზარდა მიმდინარე წლის ივლისში პატიმრების ლიმიტის გაზრდის ხარჯზე.
პატიმრების საერთო რაოდენობიდან 14,4% 68 ქვეყნის უცხოელი მოქალაქეა - პენიტენციურ დაწესებულებებში ჯამში 1.796 უცხოელი პატიმარია. მათი უმრავლესობა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები არიან.
1-ელი აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს ციხეებში უცხოელი პატიმრებიდან ერთი არასრულწლოვანი და 213 ქალი იმყოფებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 576 განაჩენს ელოდება, დანარჩენები კი უკვე იხდიან სასჯელს.