ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის საიმედო პარტნიორი

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ Concordia-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის საიმედო პარტნიორი, სამხრეთ კავკასიის მზარდი გეოპოლიტიკური როლის ფონზე კი ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ Concordia-ს ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. პანელურ დისკუსიაზე „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მან ისაუბრა რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე, აშშ-სთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.
„პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც. მისი თქმით, საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა აშშ-სა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში.
„საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში“, — აღნიშნა მინისტრმა.
ბოჭორიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის მზარდი გლობალური მნიშვნელობა საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მინისტრის თქმით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოსგან სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას მოითხოვს.
ამასთან, ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება არ ნიშნავს თბილისის მიერ ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვაზე უარის თქმას.
მან ასევე აღნიშნა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა, რასაც ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საფუძველი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0