2027 წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენა დაემატება

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
იტალიური ენის ტესტურ დავალებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ.
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. 2027 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დრომდე აბიტურიენტებს აკადემიურ პროგრამებზე ჩასარიცხად უცხოური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდათ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, უცხოური ენების ჩამონათვალს იტალიური ენაც დაემატება და 2027 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ენის გამოცდა ჩააბარონ იტალიურ ენაშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისათვის გამოცდას იტალიურ ენაში 2023 წლიდან ატარებს. უწყების ცნობით, სწორედ ამ გამოცდილებისა და სკოლებში იტალიური ენის სწავლების პრაქტიკის გათვალისწინებით, იქნება 2027 წლიდან იტალიური ენა ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ჩამონათვალში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის იტალიური ენის ტესტურ დავალებებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმუშავებენ.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0