https://sputnik-georgia.com/20260921/tbilisshi-kadetta-skola-gaixsna-300719240.html
თბილისში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა
თბილისში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა
Sputnik საქართველო
კადეტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და ყაზარმული ტიპის კომპლექსი, სმარტ-დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რეკრეაციული სივრცეები... 21.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-21T20:43+0400
2026-09-21T20:43+0400
2026-09-21T20:43+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/15/300717957_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_bb04b54803a71bb8443ecb7bc553197c.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა-ლიცეუმი გაიხსნა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.კადეტთა სამხედრო სკოლა 19 ჰექტარზეა განთავსებული და 330 კადეტზეა გათვლილი - კადეტები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით, სამჯერადი კვებით, დაზღვევით, სასწავლო ნივთებით, სამხედრო და სპორტული ფორმებით, სასწავლო და საყოფაცხოვრებო ინვენტარით.სასწავლებელი ქუთაისში მოქმედი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მსგავსად, პანსიონის ტიპისაა. კადეტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და ყაზარმული ტიპის კომპლექსი, სმარტ-დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რეკრეაციული სივრცეები, ღია და დახურული სპორტული მოედნები. სასწავლებელი დაკომპლექტებულია კვალიფიციური აკადემიური პერსონალით.სამხედრო ლიცეუმში კადეტების სწავლას თავდაცვის სამინისტრო სრულად აფინანსებს.სამხედრო საქმით დაინტერესებული მოზარდები სამხედრო სკოლაში შეისწავლიან სამხედრო ისტორიას, ტაქტიკურ, საინჟინრო, ფიზიკურ და სამწყობრო მომზადებას, ასევე ტოპოგრაფიასა და ნავიგაციას და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს.2026 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა მოსწავლეთა მიღება ორივე სკოლაში განახორციელა - ორივე სკოლაში, ჯამში, 321 მოსწავლე ჩაირიცხა.გენერალი გიორგი მაზნიაშვილიგენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფის არმიაში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ასევე რუსეთ–იაპონიის 1904-1905 წლების ომში.გენერალი მაზნიაშვილი იბრძოდა საქართველოს გასაბჭოების და მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. 1923 წელს მაზნიაშვილს საქართველოდან გასახლება მიუსაჯეს და გენერალი ჯერ ირანში, შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა, თუმცა 1925 წელს საქართველოში დაბრუნდა. „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!" — ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.1937 წლების რეპრესიების პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ მაზნიაშვილი დააპატიმრა და დახვრიტა. გენერლის საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.2013 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაწესებულია უწყებრივი მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეებს მასშტაბური სწავლებისას მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისა და წარმატებული სამხედრო ოპერაციებისთვის გადასცემენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/15/300717957_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_729ebf75e68444ab032d222b212b4fc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა
კადეტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და ყაზარმული ტიპის კომპლექსი, სმარტ-დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რეკრეაციული სივრცეები, ღია და დახურული სპორტული მოედნები.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა-ლიცეუმი გაიხსნა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
კადეტთა სამხედრო სკოლა 19 ჰექტარზეა განთავსებული და 330 კადეტზეა გათვლილი - კადეტები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით, სამჯერადი კვებით, დაზღვევით, სასწავლო ნივთებით, სამხედრო და სპორტული ფორმებით, სასწავლო და საყოფაცხოვრებო ინვენტარით.
„თავდაცვის სამინისტროსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის თქვენი არჩევანი ძალიან ფასეულია. გარწმუნებთ, თქვენი გადაწყვეტილება - მიიღოთ ხარისხიანი განათლება, გაიზიაროთ კადეტთა ლიცეუმის გამოცდილება - თქვენი წარმატებული მომავლის წინაპირობაა. ამ სკოლაში ჩაიდო ძალიან დიდი რესურსი. ამიტომ, მოგმართვათ თხოვნით, რომ გამოიყენოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლის საქმიანობასა და მიმდინარე სიახლეებს გაეცნო.
სასწავლებელი ქუთაისში მოქმედი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მსგავსად, პანსიონის ტიპისაა. კადეტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და ყაზარმული ტიპის კომპლექსი, სმარტ-დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რეკრეაციული სივრცეები, ღია და დახურული სპორტული მოედნები. სასწავლებელი დაკომპლექტებულია კვალიფიციური აკადემიური პერსონალით.
სამხედრო ლიცეუმში კადეტების სწავლას თავდაცვის სამინისტრო სრულად აფინანსებს.
სამხედრო საქმით დაინტერესებული მოზარდები სამხედრო სკოლაში შეისწავლიან სამხედრო ისტორიას, ტაქტიკურ, საინჟინრო, ფიზიკურ და სამწყობრო მომზადებას, ასევე ტოპოგრაფიასა და ნავიგაციას და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს.
2026 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა მოსწავლეთა მიღება ორივე სკოლაში განახორციელა - ორივე სკოლაში, ჯამში, 321 მოსწავლე ჩაირიცხა.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფის არმიაში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ასევე რუსეთ–იაპონიის 1904-1905 წლების ომში.
გენერალი მაზნიაშვილი იბრძოდა საქართველოს გასაბჭოების და მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. 1923 წელს მაზნიაშვილს საქართველოდან გასახლება მიუსაჯეს და გენერალი ჯერ ირანში, შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა, თუმცა 1925 წელს საქართველოში დაბრუნდა. „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!" — ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.
1937 წლების რეპრესიების პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ მაზნიაშვილი დააპატიმრა და დახვრიტა. გენერლის საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
2013 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაწესებულია უწყებრივი მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეებს მასშტაბური სწავლებისას მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისა და წარმატებული სამხედრო ოპერაციებისთვის გადასცემენ.