https://sputnik-georgia.com/20260921/shio-mesamem-batumshi-wirva-agavlina-300717459.html
შიო მესამე: თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული პირადი სიხარულია, სწორ გზაზე ვდგავართ
შიო მესამე: თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული პირადი სიხარულია, სწორ გზაზე ვდგავართ
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას აღნიშნავს. 21.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-21T18:57+0400
2026-09-21T18:57+0400
2026-09-21T18:57+0400
საქართველო
საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:220:2048:1372_1920x0_80_0_0_e988551a9e358304717344b6e01b5fe1.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს მიწიერი მოვლენების გამო, ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს კი ბევრი ადამიანი ვეღარ გრძნობს, ვევედროთ უფალს, გვასწავლოს, როგორ გვიხაროდეს და გვწყინდეს, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ ქადაგებისას.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას აღნიშნავს, ამ დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მან მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი მოვლინება მოწმობს იმას, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად.პატრიარქის თქმით, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში წერია, „შობამან შენმა ღვთისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“- მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. სიხარული იმისა, რომ უფალმა მოავლინა დედა ღვთისმშობელი ამა ქვეყანას, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა სოფლის მხსნელისა. „ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ჩვენ ხშირად ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი“, -განაცხადა პატრიარქმა. მისი თქმით, როდესაც ადამიანი მისი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რასაც დაფიქრება სჭირდება.როგორც შიო მესამემ განაცხადა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა.„თუ ჩვენთვის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული არის პირადი სიხარული, ჩვენ ვართ სწორ გზაზე... გონს უნდა მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და ვევედროთ უფალს, გვიხსნას ამ გაქვავებული უგრძნობლობისგან და გვასწავლოს, როგორ გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ ცხოვრებას“, - აღნიშნა პატრიარქმა.ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:28:2048:1564_1920x0_80_0_0_1cf9fe5429ce0b961c5ba9b3e9c1d116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, ახალი ამბები
შიო მესამე: თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული პირადი სიხარულია, სწორ გზაზე ვდგავართ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას აღნიშნავს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს მიწიერი მოვლენების გამო, ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს კი ბევრი ადამიანი ვეღარ გრძნობს, ვევედროთ უფალს, გვასწავლოს, როგორ გვიხაროდეს და გვწყინდეს, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ ქადაგებისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას აღნიშნავს, ამ დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
მან მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი მოვლინება მოწმობს იმას, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად.
„საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლის. დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენ ეკლესიას, ჩვენ ერს და ყოველ ჩვენგანს“, -აღნიშნა შიო მესამემ ქადაგებისას.
პატრიარქის თქმით, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში წერია, „შობამან შენმა ღვთისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“- მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. სიხარული იმისა, რომ უფალმა მოავლინა დედა ღვთისმშობელი ამა ქვეყანას, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა სოფლის მხსნელისა.
„ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ჩვენ ხშირად ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი“, -განაცხადა პატრიარქმა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი მისი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რასაც დაფიქრება სჭირდება.
„ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ამბობენ აღსარებას გულგრილად და გულცივად, რაც ძალიან შორსაა ნამდვილი სინანულისა და ქრისტიანული განწყობისგან. ერიდეთ ამ გაქვავებულ უგრძნობლობას იმიტომ, რომ ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს ტკივილს თავისი ცოდვებისა და კარგავს ღვთის შიშს", - აღნიშნა პატრიარქმა.
როგორც შიო მესამემ განაცხადა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა.
„თუ ჩვენთვის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული არის პირადი სიხარული, ჩვენ ვართ სწორ გზაზე... გონს უნდა მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და ვევედროთ უფალს, გვიხსნას ამ გაქვავებული უგრძნობლობისგან და გვასწავლოს, როგორ გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ ცხოვრებას“, - აღნიშნა პატრიარქმა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.
ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.