https://sputnik-georgia.com/20260921/saqartveloshi-pensionerebis-raodenoba-gaizarda-300702380.html
საქართველოში პენსიონერთა რაოდენობამ 900 ათასს გადააჭარბა
საქართველოში პენსიონერთა რაოდენობამ 900 ათასს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. 21.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-21T10:57+0400
2026-09-21T10:57+0400
2026-09-21T10:57+0400
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/17/249788646_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_7071c59ad5c29da865e76302d501a3ed.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 902,8 ათასს მიაღწია, ნათქვამია სიციალური მოსახურების სააგენტოს მასალებში.ამასთან, მიმდინარე წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობა 1,4%-ით გაიზარდა.პენსიის მიმღებთა 70,3% - ქალია, ამასთან პენსიონერების საერთო რაოდენობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ მოდის იმერეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონები.საქართველოში მცხოვრები პენსიონერების უმეტესობა 65-დან 74 წლამდე პირია, ქვეყანაში 90 წელს ზემოთ 12,4 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები იღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/17/249788646_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3e4bc9307eda4f5e6e1eff0608436359.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში პენსიონერთა რაოდენობამ 900 ათასს გადააჭარბა
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 902,8 ათასს მიაღწია, ნათქვამია სიციალური მოსახურების სააგენტოს მასალებში.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობა 1,4%-ით გაიზარდა.
პენსიის მიმღებთა 70,3% - ქალია, ამასთან პენსიონერების საერთო რაოდენობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შემდეგ მოდის იმერეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონები.
საქართველოში მცხოვრები პენსიონერების უმეტესობა 65-დან 74 წლამდე პირია, ქვეყანაში 90 წელს ზემოთ 12,4 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.
ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები იღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.