სამტრედია–გრიგოლეთის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia სამტრედია-გრიგოლეთი გზა
სამტრედია-გრიგოლეთი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2026
გამოწერა
ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ლესის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით გააგრძელებს.
გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.
უწყებაში ასევე აღნშნავენ, რომ გზის აღდგენითი სამუშაოები კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით მიმდინარეობს.
სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია. 52 კილომეტრიანი გზა იწყება ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან.
სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324,6 მლნ ლარი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0