მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქართველი დამკვირვებლები: რუსეთის დუმის არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა

© Sputnik / STRINGERმამუკა ფიფია
მამუკა ფიფია - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2026
გამოწერა
ფიფიას თქმით, რუსეთმა საარჩევნო პროცესის უმაღლეს დონეზე ორგანიზება შეძლეს, დასავლეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმებისა და ინტერნეტის გათიშვის მცდელობები კი წარუმატებლად დასრულდა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებმა მაღალ დონეზე ჩაიარა, განაცხადეს ქართველმა დამკვირვებლებმა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრებმა, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ.
2026 წლის 18–20 სექტემბერს რუსეთში მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები გაიმართა.
„ჩვენ აქ, რუსეთში, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ელა პამფილოვას მოწვევით ჩამოვედით. ექვსი ადამიანი ვართ. იცით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ეს ძალიან ბევრია. ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები სხვადასხვა პარტიებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. ყველაფერი გამჭვირვალე იყო“, — განაცხადა პარტიის საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ.
მისი თქმით, რუსებმა საარჩევნო პროცესის უმაღლეს დონეზე ორგანიზება შეძლეს, დასავლეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმებისა და ინტერნეტის გათიშვის მცდელობები კი წარუმატებლად დასრულდა.
რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვამ ისაუბრა წინასწარი მონაცემებით თუ როგორ გადანაწილდება სახელმწიფო დუმის დეპუტატების მანდატები.
სახელმწიფო დუმაში ადგილების ყველაზე დიდ რაოდენობას პარტია „ერთიანი რუსეთი“ იღებს — 355 დეპუტატის მანდატს.
„ერთიან რუსეთს“ 355 სადეპუტატო ადგილი ექნება“, — აღნიშნა პამფილოვამ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში წინასწარი მონაცემების წარდგენისას.
წინასწარი მონაცემებით, „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია“ (КПРФ) სახელმწიფო დუმაში 40 ადგილს მიიღებს, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ (ЛДПР) – 25-ს, ხოლო პარტია „ახალი ადამიანები“ (Новые люди) – 20 სადეპუტატო ადგილს. პარტია „სამშობლოს“ (Родина), სავარაუდოდ, ერთი ადგილი ექნება სახელმწიფო დუმაში.
წინასწარი მონაცემებით, პარტია „სამართლიანი რუსეთი“ (Справедливая Россия) ოთხ სადეპუტატო მანდატს იღებს. თუმცა, პამფილოვას თქმით, მას აქვს შანსი გადალახოს 5%-იანი ბარიერი და ასეთ შემთხვევაში ადგილების გადანაწილება, შესაძლოა, შეიცვალოს.
ყველა ახალი ამბავი
0