პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალლაქეები „გადააგდო”

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2026
გამოწერა
დანაშაული 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთავში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-დან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა.
დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833.101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.
აღნიშნულ პირს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 10 ეპიზოდი) დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0