https://sputnik-georgia.com/20260921/profesiul-programebze-registracia-daiwko-300703012.html
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge - აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო... 21.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-21T11:37+0400
2026-09-21T11:37+0400
2026-09-21T11:37+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23971/92/239719281_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_3a4f114473efdfe942ac35e9b0a5926a.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge - აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს. ამასთან, აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობები, რომლებიც პროგრამის ტიპისა და დონის შესაბამისად განსხვავდება.აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე პროგრამას ახალ პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე დაასრულებს.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.დაფინანსებით სარგებლობა, ასევე, შეუძლიათ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა). ამისთვის საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის დაწესებულების მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა.საქართველოს თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება ერთხელ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე მიეცემა, თუ აღნიშნული უფლებით მანამდე არ უსარგებლია.12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.თუ აპლიკანტმა რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩია, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელზეც ჩარიცხვის უფლება მოიპოვა.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23971/92/239719281_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_656769d924daf31b9ff9fb26fdd99f64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge - აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.
თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 21 სექტემბერს დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge - აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.
უწყების ცნობით, 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21.372-ს შეადგენს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს. ამასთან, აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობები, რომლებიც პროგრამის ტიპისა და დონის შესაბამისად განსხვავდება.
აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე პროგრამას ახალ პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე დაასრულებს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.
დაფინანსებით სარგებლობა, ასევე, შეუძლიათ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა). ამისთვის საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის დაწესებულების მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა.
საქართველოს თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება ერთხელ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე მიეცემა, თუ აღნიშნული უფლებით მანამდე არ უსარგებლია.
12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.
„უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების მიხედვით მოხდება. ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 24 ოქტომბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - 25 ოქტომბერს ჩატარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
თუ აპლიკანტმა რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩია, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელზეც ჩარიცხვის უფლება მოიპოვა.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.
პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.