რეფორმა საქართველოში: წლის დასაწყისიდან სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის თებერვალში სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო, რომლის მიზანიც აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახების ზუსტი რაოდენობის დადგენაა.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 2026 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში 10,2%-ით შემცირდა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალებში.
მიმდინარე წლის თებერვალში სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმება დაიწყო, რომლის მიზანიც აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახების ზუსტი რაოდენობის დადგენაა.
სააგენტოს ცნობით, აგვისტოში სოციალური დახმარება 417,1 ათასმა ადამიანმა მიიღო, მაშინ როცა იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი 464,2 ათასს შეადგენდა.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, მონაცემთა ბაზის შემოწმებამ გაამართლა.
„თქვენ ნახეთ, როგორ ამოიღეს ათიათასობით ადამიანი ამ მონაცემთა ბაზიდან და ვფიქრობ, შეამჩნიეთ, რომ არანაირი პროტესტი არ გსმენიათ. ამ ადამიანებმა მშვენივრად იცოდნენ და ესმოდათ, რომ მათი ადგილი ამ სიაში არ იყო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გასაუმჯობესებლად მონაცემთა ბაზის გადახედვა ეტაპობრივად ხორციელდება და 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. სტატუსის გაუქმების საფუძველი გახდება, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრის მიერ სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 2 000-ლარიანი შემოსავლის მიღება, ასევე ოჯახის წევრების მიერ ძვირადღირებული ქონების შეძენა.
სოციალური დახმარება საქართველოში
ამ დრომდე საქართველოში რეგისტრირებული იყო 815 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახი, მათგან 410 ათასი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებდა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე, რომელიც გამოითვლება აგენტის მიერ ოჯახის ინდივიდუალური შემოწმების დროს შეფასების საფუძველზე.
შეფასებისას გათვალისწინებულია როგორც ოჯახის წევრების რაოდენობა, ისე მათი ყოველთვიური შემოსავალი, საცხოვრებელი პირობები და უძრავ-მოძრავი ქონება.
120 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის 250 ლარს თითოეულ ბავშვზე. გარდა ამისა სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს რიგი შეღავათები, რომელთა შორისაა სამედიცინო მომსახურება, კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0