მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთმა უკრაინაში რადიოელექტრონული მრეწველობისა და კავშირგაბმულობის ობიექტებს დაარტყა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო ტექნიკა
სამხედრო ტექნიკა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2026
გამოწერა
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამესუკრაინაში იმ ობიექტებზე იერიშის მიტანა გააგრძელეს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
„20 სექტემბრის ღამით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ჯგუფური დარტყმები (...), რის შედეგადაც ქალაქ კიევში განადგურდა რადიოელექტრონული მრეწველობის საწარმო „რადიონიქსი“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში დააზუსტეს, აღნიშნული საწარმო დაკავებულია „ფლამინგოს“, „ნეპტუნის“, FP-7 და FP-9 რაკეტებისთვის მართვის სისტემების წარმოებით.
გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა საჰაერო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კიევში გაანადგურეს მონაცემთა ცენტრი (დატა-ცენტრი) „ბი-მობაილი“. ეს ობიექტი უზრუნველყოფს მონაცემების, მათ შორის სადაზვერვო მონაცემების შენახვა-დამუშავება-გადაცემას, ასევე ქსელური აღჭურვილობის ფუნქციონირებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის.
რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ლოჯისტიკურ ცენტრებზე, საწყობებსა და პორტებზე, ასევე გემებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმით განადგურდა კიევის ოლქში მდებარე კომპანია Fire Point-ის საწყობი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იქ ინახებოდა კომპლექტაციები და სასტარტო ამაჩქარებლები შორი მოქმედების დრონებისთვის.
გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა ლოჯისტიკურ ცენტრ „ნოვაია პოჩტაზე“, რომელიც ოდესიდან ჩრდილოეთით, კილომეტრნახევარში მდებარეობს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ევროპის ქვეყნებიდან უკრაინაში მიწოდებული სამხედრო ტვირთების შესანახად და გასანაწილებლად გამოიყენება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე ასევე გახდა მშრალი ტვირთმზიდი გემი პორტ „ოდესაში“ და ტანკერი პორტ „ჩერნომორსკში“. აღნიშნულ გემებს მოწინააღმდეგისთვის სამხედრო ტვირთები გადაჰქონდათ.
რუსული არმია დარტყმებს ახორციელებს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, საწარმოებსა და საწყობებზე, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ კიევის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საპასუხოდ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს. შაბათიდან მოყოლებული, რუსეთის საჰაერო თავდაცვის მორიგე საშუალებებით ყველა მიმართულებაზე უკრაინის დაახლოებით 1600 დრონი იქნა ჩამოგდებული, მათგან 450 – მოსკოვთან ახლოს.
რუსული არმიის მებრძოლები იყენებენ დამრტყმელ დრონებსა და შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღს, რომელსაც ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია როგორც კიევში, ისე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
ყველა ახალი ამბავი
0