https://sputnik-georgia.com/20260920/rusetis-tavze-1110-ukrainuli-droni-chamoagdes-300698370.html
უპრეცედენტო იერიში: რუსეთის თავზე ღამით 1110 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
უპრეცედენტო იერიში: რუსეთის თავზე ღამით 1110 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
Sputnik საქართველო
უკრაინული დრონების შეტევა მოგერიებულ იქნა რუსეთის ფედერაციის 20 რეგიონისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 20.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-20T20:49+0400
2026-09-20T20:49+0400
2026-09-20T21:49+0400
რუსეთი
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/14/300697431_0:127:960:667_1920x0_80_0_0_969c6ebad661531c10f97c3b2d4c8ab7.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის რეგიონებისა და შავი ზღვის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 1.110 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, განაცხადეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის მორიგე ძალებმა გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 1 110 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.უკრაინული დრონების შეტევა მოგერიებულ იქნა რუსეთის ფედერაციის 20 რეგიონისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე - კერძოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, რიაზანის, ტულას, კალუგისა და ვლადიმირის ოლქების ცაზე.ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ასევე სცადა დრონებით შეეტია იმ ობიექტებისთვის, რომლებიც მდებარეობს ნიჟნი ნოვგოროდის, ტამბოვის, ვორონეჟის, ლიპეცკის, სმოლენსკის, ორლოვის, როსტოვის, ვოლგოგრადის, სარატოვისა და სამარის ოლქების ტერიტორიებზე. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატების შეტევები ყირიმზეც. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს. შაბათიდან მოყოლებული, რუსეთის საჰაერო თავდაცვის მორიგე საშუალებებით ყველა მიმართულებაზე უკრაინის დაახლოებით 1600 დრონი იქნა ჩამოგდებული, მათგან 450 – მოსკოვთან ახლოს.რუსული არმიის მებრძოლები იყენებენ დამრტყმელ დრონებსა და შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღს, რომელსაც ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია როგორც კიევში, ისე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/14/300697431_0:37:960:757_1920x0_80_0_0_af61ef4ae0fb95e89c8b2511b0fd4288.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უპრეცედენტო იერიში: რუსეთის თავზე ღამით 1110 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
20:49 20.09.2026 (განახლებულია: 21:49 20.09.2026) უკრაინული დრონების შეტევა მოგერიებულ იქნა რუსეთის ფედერაციის 20 რეგიონისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის რეგიონებისა და შავი ზღვის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 1.110 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, განაცხადეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის მორიგე ძალებმა გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 1 110 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული დრონების შეტევა მოგერიებულ იქნა რუსეთის ფედერაციის 20 რეგიონისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე - კერძოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, რიაზანის, ტულას, კალუგისა და ვლადიმირის ოლქების ცაზე.
ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ასევე სცადა დრონებით შეეტია იმ ობიექტებისთვის, რომლებიც მდებარეობს ნიჟნი ნოვგოროდის, ტამბოვის, ვორონეჟის, ლიპეცკის, სმოლენსკის, ორლოვის, როსტოვის, ვოლგოგრადის, სარატოვისა და სამარის ოლქების ტერიტორიებზე.
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატების შეტევები ყირიმზეც.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს. შაბათიდან მოყოლებული, რუსეთის საჰაერო თავდაცვის მორიგე საშუალებებით ყველა მიმართულებაზე უკრაინის დაახლოებით 1600 დრონი იქნა ჩამოგდებული, მათგან 450 – მოსკოვთან ახლოს.
რუსული არმიის მებრძოლები იყენებენ დამრტყმელ დრონებსა და შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღს, რომელსაც ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია როგორც კიევში, ისე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.