მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთსა და აშშ-ს შორის მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში გაიმართება

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და აშშ-ის დროშები
რუსეთისა და აშშ-ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2026
გამოწერა
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის თემა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღმოფხვრა იქნება.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ საკითხზე ახალი შეხვედრა იგეგმება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა.
რიაბკოვის თქმით, რუსეთსა და აშშ-ის შორის მოლაპარაკებების გამართვა უახლოეს კვირებში იგეგმება.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის თემა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღმოფხვრა იქნება.
„უახლოეს კვირებში (შეხვედრა იგეგმება – Sputnik)“, – განაცხადა რიაბკოვმა სააგენტო РИА Новости-სთან.
შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობას იძლევა. ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად თეთრი სახლის ხელმძღვანელი მიიღებს.
დოკუმენტმა მიიღო სახელწოდება „ლინდსი ო. გრემის სახელობის 2026 წლის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“, ვინაიდან ამ კანონპროექტზე მუშაობდა და მას აქტიურად ლობირებდა ანტირუსული სანქციების მგზნებარე მხარდამჭერი, გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი (რომელიც რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი).
დოკუმენტი იძლევა შესაძლებლობას, დაწესდეს 100%-მდე დამატებითი საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორთა შორის შედიან. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 500%-მდე ტარიფები რუსეთიდან აშშ-ში შესულ საქონელზე.
კრემლში აღნიშნეს, რომ ახალ კანონს პოზიტიური გავლენა არ ექნება რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0