ქართული საწებლის ექსპორტი - გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

© courtesy of Mothers' Kitchenაჯიკა
აჯიკა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2026
გამოწერა
2026 წლის 8 თვეში ექსპორტირებულია 2,3 მლნ დოლარის პროდუქცია.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ქართული ტრადიციული სოუსების მთავარი მყიდველი კვლავ რუსეთია, რომელმაც წლის დასაწყისიდან ამ პროდუქტის 324 ტონა შეიძინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს შორისაა აჯიკა, ტყემალი, პომიდვრის საწებელი და ნარშარაბი. ქართული სოუსები ასევე წარმატებით იყიდება ევროკავშირში, აშშ-ში, აზერბაიჯანსა და ისრაელში.
უწყების ცნობით, 2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ექსპორტირებულია 2,3 მლნ დოლარის ღირებულების მზა საწებლები, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6%-ით (131 ათასი დოლარი) აღემატება.
ასევე ყოველწლიურად მზარდია მზა სოუსების (ძირითადად აჯიკა, პომიდვრის, ტყემლისა და ბროწეულის საწებლები) ექსპორტის ღირებულება. კერძოდ, აგვისტოში აღნიშნული პროდუქციის საექსპორტო ფასი 23%-ით გაიზარდა და 1 კგ-ზე 2,49 დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, 2026 წლის 8 თვის მონაცემების მიხედვით, მზა საწებლები ძირითადად ექსპორტირებულია რუსეთში (324 ტონა), აშშ-ში (159 ტონა), ევროკავშირის ქვეყნებში (139 ტონა), ისრაელში (116 ტონა), აზერბაიჯანში (114 ტონა) და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0