https://sputnik-georgia.com/20260920/partiebma-shemowirulobis-saxit-6-mln-larze-meti-miigo-300680689.html
პარტიებმა შემოწირულობების სახით 6,6 მლნ ლარი მიიღეს: ლიდერი „ქართული ოცნებაა"
პარტიებმა შემოწირულობების სახით 6,6 მლნ ლარი მიიღეს: ლიდერი „ქართული ოცნებაა"
Sputnik საქართველო
შემოწირულებები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მთავარი შემოსავალია. 20.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-20T09:51+0400
2026-09-20T09:51+0400
2026-09-20T09:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294413235_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_2de63d02329571cf9297b11f6f961748.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის დასაწყისიდან პარტიების შემოწირულობებმა 6,6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 84% საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მასალებში.უწყების მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2026 წელს უკვე მიიღო 5,5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობა.მეორე ადგილზეა პარტია „ძლიერი საქართველო — ლელო“, რომელმაც შემოწირულობის სახით 306,9 ათასი ლარი მიიღო, ხოლო მესამეზე „ხალხის ძალა“ - 273 ათასი ლარით.შემდეგ მოდის „ნეიტრალური საქართველო“ — 197,3 ათასი ლარით და „თავისუფლების მოედანი“ — 125,1 ათასი ლარით.ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობების სახით სულ 51,1 ათასი ლარი მიიღო, ხოლო პარტიამ „ფედერალისტები“ — 41,1 ათასი ლარი. დანარჩენი 10 პარტიის შემოწირულობებმა ჯამში მხოლოდ 48,5 ათასი ლარი შეადგინა.შემოწირულობები საქართველოში პოლიტიკური პარტიების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ამასთან, პარტიას შემოწირულობის მიღება შეუძლია მხოლოდ ფიზიკური პირებისგან — საქართველოს მოქალაქეებისგან — და ქართული იურიდიული პირებისგან.როგორ ფინანსდება პარტიები საქართველოშისაქართველოში პარტიები ფინანსდებიან მხოლოდ პარტიული შენატანებით, შემოწირულობებით და სახელმწიფოსგან, თუ პარტიას ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში - ამ შემთხვევაში პარტია დამატებით დაფინანსებას მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით იღებს.საქართველოში პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, იურიდიული პირებისგან ან გაერთიანებებისგან, ასევე სუბიექტებისგან, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ასევე იკრძალება ანონიმური შემოწირულობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294413235_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f2834b941b4c17457e17edc0aa238c72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
პარტიებმა შემოწირულობების სახით 6,6 მლნ ლარი მიიღეს: ლიდერი „ქართული ოცნებაა"
შემოწირულებები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მთავარი შემოსავალია.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის დასაწყისიდან პარტიების შემოწირულობებმა 6,6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 84% საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მასალებში.
უწყების მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2026 წელს უკვე მიიღო 5,5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობა.
მეორე ადგილზეა პარტია „ძლიერი საქართველო — ლელო“, რომელმაც შემოწირულობის სახით 306,9 ათასი ლარი მიიღო, ხოლო მესამეზე „ხალხის ძალა“ - 273 ათასი ლარით.
შემდეგ მოდის „ნეიტრალური საქართველო“ — 197,3 ათასი ლარით და „თავისუფლების მოედანი“ — 125,1 ათასი ლარით.
ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობების სახით სულ 51,1 ათასი ლარი მიიღო, ხოლო პარტიამ „ფედერალისტები“ — 41,1 ათასი ლარი. დანარჩენი 10 პარტიის შემოწირულობებმა ჯამში მხოლოდ 48,5 ათასი ლარი შეადგინა.
შემოწირულობები საქართველოში პოლიტიკური პარტიების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ამასთან, პარტიას შემოწირულობის მიღება შეუძლია მხოლოდ ფიზიკური პირებისგან — საქართველოს მოქალაქეებისგან — და ქართული იურიდიული პირებისგან.
როგორ ფინანსდება პარტიები საქართველოში
საქართველოში პარტიები ფინანსდებიან მხოლოდ პარტიული შენატანებით, შემოწირულობებით და სახელმწიფოსგან, თუ პარტიას ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში - ამ შემთხვევაში პარტია დამატებით დაფინანსებას მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით იღებს.
საქართველოში პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, იურიდიული პირებისგან ან გაერთიანებებისგან, ასევე სუბიექტებისგან, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ასევე იკრძალება ანონიმური შემოწირულობა.