ბოჭორიშვილი: საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან გზავნილებს გავაჟღერებთ

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2026
გამოწერა
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას - საქართველოს მთავრობის მეთაური სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას - საქართველოს მთავრობის მეთაური სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ფორმატი საუკეთესო შესაძლებლობაა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დასაცავად და პარტნიორებთან პირისპირ კომუნიკაციისთვის.
„ გვექნება შესაძლებლობა გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე. ასევე, შესაძლებლობა გვექნება, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, გენერალური ასამბლეა წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები, რაც საქართველოს აძლევს საუკეთესო ბერკეტს გლობალურ დღის წესრიგში საკუთარი პრიორიტეტების წინ წამოსაწევად.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მშვიდობის თემისადმი მიძღვნილ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში.
ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ყველა ახალი ამბავი
0