„112"-ზე ზარები ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით შედის

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2026
გამოწერა
ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება, განაცხადეს უსაფრთხოების მართვის ცენტრში
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ტექნიკური ხარვეზის გამო „112"-ში ზარები შეფერხებით შემოდის, ნათქვამია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაუდებელი დახმარების მიღება მოქალაქეებს ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვის შემთხვეაში შეეძლებათ.
„თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 591544375; 591946870; 591946840; 591544384; 577011174; 598087761; 599842206; 577011241“, -აღნიშულია განცხადებაში.
ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
უწყება შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0