მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზახაროვა: დასავლეთმა სახელმწიფო დუმის არჩევნები რუსეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომში“ ჩართო

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები 18 სექტემბერს დაიწყო. კენჭისყრა სამ დღეს — 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. დუმის არჩევნებში პირველად მონაწილეობენ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მოსახლეობა.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებზე კენჭისყრის ჩაშლას ცდილობენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„საუბარია ამ ზეწოლის, ამ ჰიბრიდული ომის იმ ნაწილზე, რომელშიც დასავლელებმა და ნატოელებმა, მათ შორის, ჩვენი კენჭისყრაც ჩართეს. ისინი ცდილობენ მის ჩაშლას და ჩვენი მოქალაქეების ნების ნორმალური გამოვლენის აღკვეთას. და, რა თქმა უნდა, ესენი არიან არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნები“, — განაცხადა დიპლომატმა საინფორმაციო სააგენტო Вести-ის ეთერში.
ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს კარგად ესმის: დასავლეთის მიერ დეკლარირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას არ უნდა ელოდოს.
„ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ მათ მიერ დეკლარირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას ვერ ვეღირსებით და ამისთვისაც მზად ვართ. ასე რომ, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მივიდნენ და მისცენ ხმა საარჩევნო უბანზე. ჩვენი დიპლომატები მზად არიან“, — დასძინა მან.
როგორც ადრე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, მოსკოვის დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის პლატფორმაზე ძლიერი კიბერშეტევა გრძელდება. მისი თქმით, ეს არცერთ ამომრჩეველს არ შეუმჩნევია - მისი თქმით, ეს არცერთ ამომრჩეველს არ შეუმჩნევია — დაცვის სისტემა შეტევებს წარმატებით იგერიებს.
მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები 18 სექტემბერს დაიწყო. კენჭისყრა სამ დღეს — 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. დუმის არჩევნებში პირველად მონაწილეობენ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მოსახლეობა.
ყველა ახალი ამბავი
0