საქართველოში შშმ პირებს პირადი ასისტენტიის მომსახურებით სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

© photo: Sputnik / Stringerშშმ პირი ეტლში
შშმ პირი ეტლში - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
სიახლის თანახმად, თუ ხელშეკრულება გაფორმდება პირად ასისტენტთან — ფიზიკურ პირთან, ის გადაიხდის მხოლოდ გადასახადის 2%-ს, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 18%-ს, როგორც შრომითი ხელშეკრულების დროს.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირის პირადი ასისტენტის დაქირავებას მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულებით და არა შრომითი ხელშეკრულებით.
შშმ პირის თანხლებისთვის პირადი ასისტენტის დაქირავება ყველაზე ხშირად დაწესებულების ან სკოლის მიერ - თავად შშმ პირის ან მისი მეურვის მოთხოვნის საფუძველზე მოხდება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა იმის მკაფიო განმარტებას, თუ რა სახის შეთანხმება უნდა გაფორმდეს მომსახურების მიმწოდებელ იურიდიულ პირსა და პირად ასისტენტს შორის შშმ პირისთვის ამ მომსახურების გასაწევად.
„იმის გათვალისწინებით, რომ პირადი ასისტენტის საქმიანობა თავისი არსით მომსახურებაა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებების დაკმაყოფილების უფრო მოქნილი და ეფექტური გზა მასთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაა და არა შრომითი ხელშეკრულების“, — ნათქვამია ბარათში.
კანონმდებლების აზრით, რადგანაც პირად ასისტენტს მომსახურების გაწევის პროცესში შეუძლია იმოქმედოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმემ, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობამ მკაფიოდ დაარეგულიროს დაბეგვრის საკითხი ორივე შემთხვევაში.
სიახლის თანახმად, თუ ხელშეკრულება გაფორმდება პირად ასისტენტთან — ფიზიკურ პირთან, ის გადაიხდის მხოლოდ გადასახადის 2%-ს, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 18%-ს, როგორც შრომითი ხელშეკრულების დროს.
ცვლილებების ძალაში შესასვლელად პარლამენტმა იგი სამი მოსმენით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0