მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის თავდაცვა: 2026 წლის დასაწყისიდან 220-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstovaრუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯარები ზრდიან შეტევის ტემპს ყველა მიმართულებით: მარტო სექტემბერში რუსეთის კონტროლის ქვეშ 27 დასახლებული პუნქტი გადავიდა.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის არმიამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ დრომდე პერიოდში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში 200-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაამყარა კონტროლი, განაცხადეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში.
„მიმდინარე წლის დასაწყისიდან გათავისუფლებულია 5,3 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და 220-ზე მეტი დასახლებული პუნქტი“, — ნათქვამია რელიზში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯარები ზრდიან შეტევის ტემპს ყველა მიმართულებით: მარტო სექტემბერში რუსეთის კონტროლის ქვეშ 27 დასახლებული პუნქტი გადავიდა.
უწყებამ თითოეული დაჯგუფების წარმატების შესახებ ისაუბრა: „ცენტრისა“ და „სამხრეთის“ ქვედანაყოფები მიიწევენ წინ სლავიანსკის, კრამატორსკისა და დრუჟკოვკის მისადგომებთან, ასევე იბრძვიან დობროპოლიესთვის; „ჩრდილოეთის“ მებრძოლები ანადგურებენ ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ალყაში მოქცეულ უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებებს, მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია შემცირებულია 152 კვადრატული კილომეტრით; „აღმოსავლეთისა“ და „დნეპრის“ ძალები წინ მიიწევენ ზაპოროჟიეს მიმართულებით და ბრძოლებს აწარმოებენ ორეხოვის ცენტრალურ კვარტლებში; „დასავლეთის“ ჯარები უტევენ დასახლებულ პუნქტებში — ჩერვონი ოსკოლში, კრიმკისა და სტუდენოკში, ხოლო კრასნი ლიმანსა და სვიატოგორსკში საცხოვრებელი კვარტლების წმენდა გრძელდება.
თავდაცვის სამინისტროში როგორც განაცხადეს, კიევი აწარმოებს აგრესიულ საინფორმაციო კამპანიას, რითაც ცდილობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები დიდ წარმატებებად და „დასავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში ინიციატივის მოპოვებად გაასაღოს. მოწინააღმდეგის სარდლობამ ბრძოლაში მე-3 ცალკეული საშტურმო ბრიგადის ყველაზე კარგად მომზადებული ძალები ჩართო.
ამავდროულად, უკრაინელი მებრძოლები ცდილობენ განახორციელონ თავდასხმები მცირე შტურმითი ჯგუფებით, თუმცა ხდება მათი განადგურება, განმარტეს უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0