კობახიძე: მთავრობის მიზანი ეკონომიკური ზრდის მდგრად განვითარებაში ასახვაა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
პრემიერმა საქართველოსა და გაეროს 2026–2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო-პროგრამის პრიორიტეტები ქალაქებსა და სოფლებს შორის უთანასწორობის შემცირებას დაუკავშირა
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მთავრობის მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდა მდგრად განვითარებაში აისახოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა, იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა, ეკონომიკური შედეგები საერთო სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მდგრადი განვითარება დადებითად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე.
„მდგრადი განვითარების მიზნები გვეხმარება, ეს მისწრაფება პრაქტიკულ ნაბიჯებად ვაქციოთ და გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისთვის — ეკონომიკური განვითარებიდან, სოფლის მეურნეობიდან და ტურიზმიდან დაწყებული, ენერგოეფექტიანობით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებებით, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებითა და მწვანე და ინოვაციური სექტორების განვითარებით დასრულებული", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ განვითარებამ მოიცვას არა მხოლოდ ქალაქები, არამედ სოფლის მოსახლეობაც - ის ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებზე წვდომის ყველაზე დიდ ბარიერებს აწყდებიან.
„სწორედ ამიტომ, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება საქართველოსა და გაეროს 2026–2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა.
კლება დაფიქსირდა მშენებლობის სფეროში
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
ყველა ახალი ამბავი
0