https://sputnik-georgia.com/20260919/kobaxidze-gasul-wels-agroeqsportma-rekordul-machvenebels-miagwia-300679728.html
კობახიძე: გასულ წელს აგროექსპორტმა რეკორდულ 1,84 მლრდ დოლარს მიაღწია
კობახიძე: გასულ წელს აგროექსპორტმა რეკორდულ 1,84 მლრდ დოლარს მიაღწია
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღმავალი დინამიკა წელსაც გრძელდება - ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 19.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-19T20:52+0400
2026-09-19T20:52+0400
2026-09-19T20:52+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_0:110:2048:1262_1920x0_80_0_0_6a1799bbb317adfc5d8580b23df3952e.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1,84 მლრდ დოლარი შეადგინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. დღეს, 19 სექტემბერს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 10 ფერმერი დაჯილდოვდა. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს სიძლიერე, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება და სოციალური სტაბილურობა ფერმერების შრომაზეა დამოკიდებული.მთავრობის მეთაურის განცხადებით, წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა - მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მისი თქმით, მთლიანობაში დღეს ამ სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი - 24% მოდის. „მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გასამყარებლად, ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, წელს ავამოქმედეთ ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და ფერმერთა რეესტრი“, – განაცხადა პრემიერმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, ასევე იზრდება ქალი-ფერმერების რაოდენობა, რასაც ახალი ენერგია შემოაქვს სოფლის მეურნეობაში. საქართველოდან ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური ყურძნის ღვინოები, თხილი, ლურჯი მოცვი, კურკოვან ხილი, დაფნის ფოთოლი და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_faa941d369bb8fc34be91f45fb6b8e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
კობახიძე: გასულ წელს აგროექსპორტმა რეკორდულ 1,84 მლრდ დოლარს მიაღწია
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღმავალი დინამიკა წელსაც გრძელდება - ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1,84 მლრდ დოლარი შეადგინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს, 19 სექტემბერს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 10 ფერმერი დაჯილდოვდა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს სიძლიერე, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება და სოციალური სტაბილურობა ფერმერების შრომაზეა დამოკიდებული.
„ფერმერთა მხარდასაჭერად და ქართული სოფლის გასაძლიერებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ჩვენი ფერმერების შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, თანმიმდევრულ პოლიტიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის მუდმივ და თანმიმდევრულ გაძლიერებაში. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა - მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მისი თქმით, მთლიანობაში დღეს ამ სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი - 24% მოდის.
„მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გასამყარებლად, ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, წელს ავამოქმედეთ ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და ფერმერთა რეესტრი“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, ასევე იზრდება ქალი-ფერმერების რაოდენობა, რასაც ახალი ენერგია შემოაქვს სოფლის მეურნეობაში.
საქართველოდან ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური ყურძნის ღვინოები, თხილი, ლურჯი მოცვი, კურკოვან ხილი, დაფნის ფოთოლი და სხვ.