https://sputnik-georgia.com/20260919/dges-1600-devnili-ojaxi-binas-miigebs-300676636.html
დღეს 1,6 ათასი დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს: კობახიძე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტზე
დღეს 1,6 ათასი დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს: კობახიძე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტზე
Sputnik საქართველო
2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით 45 ათასზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი ბინა. 19.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-19T12:54+0400
2026-09-19T12:54+0400
2026-09-19T12:54+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს 1,6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას - ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა წარმოადგენს - მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს 1,6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაიარეთ ძალიან რთული გზა გაიარეთ და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ელოდებოდით ღირსეულ საცხოვრებელს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა კობახიძემ.მისი განცხადებით, პროექტში ჩაიდო 280 მლნ ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. აღნიშნული პროექტი სულ 11 კორპუსსა და 2,4 ათასზე მეტ ბინას აერთიანებს. „4 შენობაში მოსახლეობა გასულ წელს უკვე შესახლდა, დღეს კი 1,6 ათასი ოჯახი იწყებს ცხოვრებას კომპლექსის ახალ 7 ბლოკში. აქ შექმნილია სრულფასოვანი, კომფორტული გარემო გამწვანებული სივრცეებით, სპორტული მოედნებითა და ბავშვთა გასართობი ზონებით. ჩვენი მოქალაქეები დაცულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ“, – აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ უკვე 16 ათასამდე ბენეფიციარს შეუსყიდა საცხოვრებელი, მათ შორის 2 ათასს – მიმდინარე წელს. პრემიერის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით 45 ათასზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი. წელს ამ მიმართულებით 240 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დღეს 1,6 ათასი დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს: კობახიძე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტზე
2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით 45 ათასზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი ბინა.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს 1,6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას - ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა წარმოადგენს - მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს 1,6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაიარეთ ძალიან რთული გზა გაიარეთ და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ელოდებოდით ღირსეულ საცხოვრებელს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი განცხადებით, პროექტში ჩაიდო 280 მლნ ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. აღნიშნული პროექტი სულ 11 კორპუსსა და 2,4 ათასზე მეტ ბინას აერთიანებს.
„4 შენობაში მოსახლეობა გასულ წელს უკვე შესახლდა, დღეს კი 1,6 ათასი ოჯახი იწყებს ცხოვრებას კომპლექსის ახალ 7 ბლოკში. აქ შექმნილია სრულფასოვანი, კომფორტული გარემო გამწვანებული სივრცეებით, სპორტული მოედნებითა და ბავშვთა გასართობი ზონებით. ჩვენი მოქალაქეები დაცულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.
„ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. მნიშნელოვანი პროექტები ხორციელდება ასევე რეგიონებში. რუსთავში 800 ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება, ზუგდიდში 1,7 ათასზე მეტი ბინა 7 ახალ კორპუსში, ხოლო ბორჯომში ახალ საცხოვრებელს კიდევ 150 ოჯახი მიიღებს. გასულ წელს ქუთაისში უკვე დავასრულეთ 720-ბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ეს არის ის მასშტაბური პროექტები, რომელიც ხორციელდება და რომელთა საბოლოო მიზანია ყველა დევნილი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებლით“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ უკვე 16 ათასამდე ბენეფიციარს შეუსყიდა საცხოვრებელი, მათ შორის 2 ათასს – მიმდინარე წელს.
პრემიერის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით 45 ათასზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი. წელს ამ მიმართულებით 240 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.