თამაზ ბორაშვილმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

თამაზ ბორაშვილი
თამაზ ბორაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი უწყება, 1997 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსის თამაზ ბორაშვილის მიერ გავრცელებულ დაზვერვის სააგენტოს პროფესიული დღისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში.
აღნიშნული განცხადება ბორაშვილის ერთ-ერთი პირველი ოფიციალური მიმართვაა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა იგი 16 სექტემბერს სუს-ის უფროსის პოსტზე დაამტკიცა.
საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი უწყება, 1997 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა.
როგორც სუს-ის უფროსი მისალოც წერილში აღნიშნავს, დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლების პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.
„თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ამ რეალობაში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თქვენი ყოველდღიური, ხშირად საზოგადოების თვალისთვის უხილავი საქმიანობა, რომელიც ემსახურება საფრთხეების დროულ გამოვლენას, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფას. თქვენი პროფესიონალიზმით დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს წინაშე არსებული სტრატეგიული ამოცანების წარმატებით შესრულების პროცესში“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.
2013 წლამდე დაზვერვის სამსახური უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, 2013 წლიდან კი იგი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სააგენტოდ გადაკეთდა, რომელსაც უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. 2025 წელს კი დაზვერვის სამსახური ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდა და სუს-ს დაექვემდებარა.
ყველა ახალი ამბავი
0